10 იანვარს, SOLO-ს, Mastercard-ის ორგანიზებით და EASTERN PROMOTIONS-თან პარტნიორობით Disney-ს ლეგენდარული ანიმაციის, „მეფე ლომის“ ჯადოსნური კინოჩვენება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა გააფორმა.
მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ანიმაციის ცნობილი მუსიკალური თემები ორკესტრის ცოცხალი შესრულებით მოესმინა წარმოდგენას ემის ჯილდოს მფლობელი დირიჟორი - ტიაგო ტიბერიო ხელმღვანელობდა.